მძიმეწონიანები
თუკი ბანალური დრეგ–რბოლები მოგბეზრდათ, შეგიძლიათ რაღაც უფრო საინტერესო ნახოთ. მაგალითად, 44 ტონიანი სატვირთოების Mercedes-Benz–ისა და Scania–ს ბრძოლა. Youtube არხის Carwow–ს ავტორებმა სატვირთოების დინამიკა შეამოწმეს. გარდა ამისა, ეფექტური დამუხრუჭების სისტემითაც დაინტერესდნენ.
სუპერ ნახტომი
Toutube არხის StreetSpeed–ის ავტორებმა სარისკო ტრუკი გააკეთეს: Ford F-150 Raptor ჰამერს გადააფრინდა. თუ როგორი გამოვიდა უჩვეულო ნახტომი, ამის ნახვა ვიდეოში შეგიძლიათ.
მფრინავი ავტომობილი
მფრინავი ავტომობილები უკვე რეალობაა, სლოვაკეთში დაფუძნებულმა კომპანია Klein Vision–მა თავისი ქმნილება AirCar წარადგინა. კეცვადი ფრთებითა და კუდით აღჭურვილი ავტომობილი თავის დანიშნულებას მშვენივრად ასრულებს.