თბილისში, 19 წლის გოგოს მოულოდნელ გარდაცვალებას დეკანოზი შალვა კეკელია ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ ეთერში ეხმაურება. მისი განცხადებით, გარდაცვლილს წესი თავად აუგო და ნანახმა მასზე ძალიან რთულად იმოქმედა.
მისი თქმით, კლუბური ნარკოტიკით მოწამვლის უამრავი ფაქტია მისთვის ცნობილი და ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოც და მშობლებიც თავის სიმაღლეზე უნდა დადგნენ.
„19 წლის გოგოს ავუგე წესი, ეს გოგო გარდაიცვალა „ბასიანზე“, კლუბური ნარკოტიკით. ეს „ბასიანი“ ჩვეულებრივი ჯოჯოხეთია. ეს გოგო მოკლეს, კი არ გარდაიცვალა. ასე კვდება ძალიან ბევრი ადამიანი და ამაზე არავინ საუბრობს. ეს ხომ მკვლელობაა ჩვეულებრივი. ამაზე საქმე არ აღძრულა, ამაზე არავის არაფერი გამოუძიებია. რატომ არავინ იძიებს ვისია ეს „ბასიანი“? ვისია ეს აზარტული თამაშების ბიზნესი? რამდენი ადამიანი ნადგურდება, ისპობა. ამაზე ვინმე აკეთებს გადაცემებს? მშობლებს უნდა ვუთხრა, თქვენს შვილებს როგორ უშვებთ იქ. კვირა არ გავა, რომ ტაძარში ჩემთან 2 ადამიანი მაინც არ მომიყვანონ კლუბური ნარკოტიკებით ფსიქიკურად განადგურებული.
ამაზე საუბარი არავის არ უნდა. ამაზე არ კეთდება გადაცემები. მინდა მივმართო ჟურნალისტებს, მოდი გააკეთეთ ამაზე გადაცემები. ახალგაზრდები გვეღუპება. მოდი ვიმუშაოთ იმაზე, რომ ამ ახალგაზრდებს სხვა მიმართულება მივცეთ. გვახსოვს “ბასიანი” რომ დაარბიეს, მთელი აქციები მოეწყო. ამ დროს იქ ხალხი იხოცება.
ჩემი მეგობარი სასწრაფოში მუშაობს და პარასკევი, შაბათი, კვირა საავადმყოფოები გადავსებულია ნარკოტიკით მოწამლული ადამიანებით. სახელმწიფო უნდა დადგეს თავის სიმაღლეზე, მშობელმაც უნდა აკოტრიალოს შვილი. შვილებს სასაკლაოზე უშვებენ? ჩვენი ახალგაზრდები მაგარი ნიჭიერი თაობაა, მაგრამ თუ მიმართულებებს არ მივცემთ, ისინი დაიღუპებიან. გუშინ მთელი ღამე არ მეძინა. რომ ნახოთ ის ბავშვი როგორი დახატულია. მშობლები ლტოლვილები არიან. ამდენი გაჭირვება გაიარეს, შვილი გაზარდეს გაჭირვებით, ჰგონიათ გასართობად გაუშვეს და მიცვალებული მიუსვენეს” – ამბობს სასულიერო პირი „ერთსულოვნების“ ეთერში.
ცნობისათვის, 28 იანვარს, კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტერიტორიაზე 19 წლის გოგონა შეუძლოდ გახდა. არსებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
მამა შალვა კლუბ ბასიანში მომხდარ ტრაგედიაზე⛔️ მამა შალვა კლუბ ბასიანში მომხდარ ტრაგედიაზეPosted by საეკლესიო სიახლეები • eklesianews.ge on Friday, February 2, 2024