პოპულარული მოდელი, იფკე შტურმი, რომელიც მოღვაწეობდა ისეთი ბრენდების ჩვენებებში როგორიცაა: Marc Jacobs, Chanel, Victoria’s Secret და სხვები, გასულ კვირას კატერის მსხვერპლი გახდა. ტრამვა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ექიმებმა ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
„ჩვენ შოკში ვიყავით იმის გაგების შემდეგ, რაც მოხდა. ოჯახის წევრები, კოლეგები და გულშემატკივრები, მისი სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის ვლოცულობთ “ – განაცხადა იფკეს წარმომადგენელმა.
რამდენიმე წუთის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 33 წლის იფკე შტურმი კომიდან გამოვიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა სტაბილური ხდება.