LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Victoria’s Secret-ის მთავარ ბიუსტჰალტერს – Fantasy Bra-ს წელს ლაის რიბეირო წარადგენს

36

Victoria’s Secret-ის მთავარ ბიუსტჰალტერს – Fantasy Bra-ს წელს ლაის რიბეირო წარადგენს. შეგახსენებთ, რომ ძვირფასი ქვებისგან დამზადებული აქსესუარი, ულამაზესი შოუს მთავარი ნაწილია და მისი მორგების პატივი ყოველ წელს სხვადასხვა მოდელს ერგება ხოლმე. ანგელოზების შოუ წელს შანხაიში, 20 ნოემბერს გაიმართება და Fantasy Bra-ს ბრაზილიელი მოდელი ლაის რიბეირო მოირგებს. 27 წლის ლამაზმანი ესტაფეტას წინა წლის ფავორიტისგან – ჟასმინ ტუქსისგან აიღებს.

აღსანიშნავია, რომ ბიუსტჰალტერის საცდელი მორგების დროს სუპერმოდელმა ცრემლები ვერ შეიკავა და როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა თავს უბედნიერესად გრძნობს. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები