LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Victoria’s Secret-ის გრანდიოზული შოუ და ნამდვილი დღესასწაული პოდიუმზე (ფოტო)

348

რამდენიმე საათის წინ შანხაიში Victoria’s Secret-2017-ის გრანდიზული შოუ დასრულდა. ორგანიზატორებმა არც ამჯერად დატოვეს იმედგაცრუებული მილიონობით გულშემატკივარი და პოდიუმი ნამდვილი ვარსკვლავებით გაავსეს.

წლევანდელი ჩვენების მთავარი გმირები ბელა ჰადიდი, ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, ლილი ოლდრიჯი, ლაის რიბეირო, ელზა ხოსკი, სარა სამპაიაო და ჟოზეფინ სკრივერი გახდნენ. წელს პირველად Victoria’s Secret -ის ჩვენებისთვის კოლექცია A კლასის მოდის სახლმა Balmain შექმნა. ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა, ოლივიე რუსტენმა ნამდვილი დღესასწაული მოაწყო.

Victoria’s Secret-ის ცნობილი Fantasy Bra ამჯერად ლაის რიბერიომ მოირგო, რომელის საცურაო კოსტიუმიც ოქროსა და საფირის თვლებით იყო გაფორმებული. საინტერესოა, რომ წელს ულამაზესი მოდელები პოდიუმზე ჰარი სტაილსის მუსიკის ფონზე პოზირებდნენ. მუსიკალურად შოუს სწორედ პოპულარული ბოიბენდის ვოკალისტი აფორმებდა.

ეს წელი განსაკუთრებული გამოდგა ალესანდრა ამბროსიოსთვის, რადგან 36 წლის სუპერმოდელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ Victoria’s Secret-ს ტოვებს და ეს მისი ბოლო ჩვენებაა.

შეგახსენებთ, რომ ამბროსიო ბრენდთან 17 წელია თანამშრომლობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები