LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიცი, რომ იმედგაცრუებული ხართ, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული, ეს მისი დასაწყისია: ჟიგიმანტას პავილიონისი

877
BeFunky-collage (2)

რუსთაველის გამზირზე აქცია – „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს, რომელიც “სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ლიეტუველმა პარლამენტარმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა.

“ძვირფასო ქართველებო, დღეს ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. ვიცი, რომ იმედგაცრუებული ხართ, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული, ეს მისი დასაწყისია. გახსოვთ, რომ 2007 წელს ევროკომისიამ არ გასცა რეკომენდაცია ლიეტუვასა და ლატვიასთან მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს ჩვენ 2 წლის შემდეგ გავაკეთეთ — გავატარეთ რეფორმები და გავაკეთეთ ყველაფერი, რასაც ბრიუსელი მოითხოვდა.

თქვენ გაქვთ საგზაო რუკა, 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით. დაუბრუნდით ბრიუსელთან ხელახლა შეთანხმებულ მოლაპარაკებებს — მოახდინეთ თქვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და აუცილებლად გაიმარჯვებთ. ჩვენ თქვეთან ვართ”, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვიდეო ჩართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები