LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიცი, ძალიან რთულია იმის მტკიცება, რომ მსხვერპლი ხარ” – მარიამ კუბლაშვილი ძალადობის მსხვერპლ ქალებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს

428
1643

“ყველა უნდა გავერთიანდეთ, ვინაიდან უფრო მეტი ქალის სიცოცხლე გადავარჩინოთ”, – ამის შესახებ ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა 2020NEWS განუცხადა. როგორც კუბლაშვილი აცხადებს, მისი საადვოკატო ბიურო ძალადობის მსხვერპლ ქალებს უფასო იურიდიულ დამხარებას გაუწევს. ადვოკატმა ასევ აღნიშნა, რომ მსხვერპლ ქალებს აქამდეც ეხმარებოდა, თუმცა ახლა ამ საქმიანობის გაგრძელებას უფასოდ და უფრო მასშტაბურად აპირებს.

“ჩვენ გვყავს ძალადობის მსხვერპლი ბენეფიციარი ქალები, რომლებსაც ვეხმარებოდით, თუმცა ამას აქამდე არ ვასაჯაროვებდით. მას შემდეგ, რაც ბოლო დროს ფემიციდის შემთხვევები გახშირდა, იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ქალები, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებს უფასოდ მოვემსახუროთ. ვიცი, რომ ძალიან რთულია იმის მტკიცება, რომ მსხვერპლი ხარ. ასევე ვიაზრებ იმ შიშს, რასაც ქალი გრძნობს, როდესაც მოძალადის წინააღდეგ იწყებს მოქმდებას, ეს არის ჩვენი ვალი და პროფესიული ვალდებულება, რომ დავეხმაროთ. ამიტომ ყველა უნდა გავერთიანდეთ, ვინაიდან უფრო მეტი ქალის სიცოცხლე გადავარჩინოთ და მეტ პოტენციურ მსხვერპლ ქალს დავეხმაროთ”,- ამბობს კუბლაშვილი.

კუბლაშვილმა ძალადობის მსხვერპლ ქალებს მოუწოდებს ცხელ ხაზზე დარეკონ, რასაც სწრაფი რეაგირება მოჰყვება. მისი თქმით, მათ მომსახურებას პირადად გაუწევს.

“დაზარალებულმა მთავარია დარეკოს ჩვენს ცხელ ხაზზე ( 574 00 40 00), მოგვმართოს და გვაცნობოს, რომ ის არის ოჯახური ძალადობის ან ძალადობის მსხვერპლი და ჩვენ მას გავუწევთ ყველანაირ დახმარებას, გვექნება სწრაფი რეაგირება. თუ ცრუ განაცხადები შემოვა, ამის გამოკვლევაც მოხდება და რეაგირებაც. დაზარალებულ ქალებს მომსახურებას გავუწევ პირადად მე და ტექნიკურ საკითხებში ჩემი გუნდის წევრები, პროცესებში მთლიანად ჩართული ვიქნებით მთელი საადვოკატო ბიურო”, – ამბობს კუბლაშვილი.

 

ბოლო ორი თვის განმავლობაში, მამაკაცების, ქმრის, ძმის თუ შვილის მხრიდან ძალადობას 8 ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები