ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს უზარმაზარი ქანდაკება აჩვენეს იტალიურ ვიარეჯოში გამართულ კარნავალზე.
ეს კარნავალის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა გახდა.
ქანდაკება დაღეჭილი ქაღალდისგან დაამზადეს და შეუძლია მიიღოს რონალდოს ყველა ცნობილი პოზა, მათ შორის შეუძლია პირის მოძრაობა.
რონალდოს კიდევ ერთხელ გამოაგორებენ 15, 20, 23 და 25 თებერვალს კარნავალის დახურვაზე. რონალდოს გარდა გრეტა ტუნბერგი და დონალდ ტრამპიც „მონაწილეობენ“.
ვიარეჯოში კარნავალი 147-ედ ჩატარდა (1873 წლიდან იმართება). ფესტივალის სიმბოლოა ჯამბაზი ბურლამაკო.
ჩვეულებრისამებრ ის მწვავე სოციალურ თემებს ეძღვნება და ცხოვრების ნეგატიური მხარის შემსუბუქებისკენაა მოწოდებული.
წელს მთავარი თემები იყო გარემოს დაცვა, სიყვარული დისკრიმინაციის გარეშე, ასევე თანამედროვეობის იდეალები. სწორედ ამ თემას მიეძღვნა რონალდოს ფიგურა.
MAESTOSO!
A Viareggio hanno fatto davvero un grandissimo lavoro, e cogliendo nel segno! @Cristiano: “IDOL”!
???#CristianoRonaldo #CR7 #Ronaldo
[? @Deborahpiac ?] pic.twitter.com/XHCJsRsDje— La Maglia Bianconera (@La_Bianconera) February 10, 2020