LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვი­თხოვთ პრა­ი­დის გა­უქ­მე­ბას, ასე­ვე კარლ ჰარ­ცე­ლის და კელი დეგ­ნა­ნის გა­ძე­ვე­ბას: ფალავანდიშვილი

314
1

“ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” წარმომადგენელმა გურამ ფალავანდიშვილმა და საზოგადოებრივი ცენტრ “ზნეობას” წევრებმა, თანამოაზრეებთან ერთად, აშშ-ის საელჩოსთან და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან აქციები გამართეს.

აქციის ორგანიზატორებმა “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი “ღირსების მარში” გააპროტესტეს და აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების გადადგომა მოითხოვეს.

ფალავანდიშვილის განცხადებით, ევროკავშირი ბნელი ორგანიზაციაა, ელჩი კარლ ჰარცელი და ევ­რო­კავ­ში­რი დუმს და მათ თავისი სივრცე ჩა­კე­ტი­ლი აქვთ:

“თქვენ ნა­ხეთ რა­ო­დენ ბნე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა ევ­რო­კავ­ში­რი. “ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბა” ით­ვლის 5000-მდე მხარ­დამ­ჭერს მრევ­ლის სა­ხით. ბა­ტო­ნი ჰარ­ცე­ლი და ევ­რო­კავ­ში­რი დუმს და ჩა­კე­ტი­ლი აქვს თა­ვი­სი სივ­რცე. გა­ვავ­რცე­ლებთ პე­ტი­ცი­ას, რო­მელ­საც ათა­სო­ბით ქარ­თვე­ლი მო­ა­წერს ხელს, გან­სა­კუთ­რე­ბით ლგბტ პრა­ი­დის გა­მარ­თვის წინ.

ვი­თხოვთ პრა­ი­დის გა­უქ­მე­ბას, ასე­ვე კარლ ჰარ­ცე­ლის და ამე­რი­კის ელჩ კელი დეგ­ნა­ნის გა­ძე­ვე­ბას, “პერ­სო­ნა ნონ გრა­ტად” გა­მო­ცხა­დე­ბას. მათ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვთ მთე­ლი იდე­ო­ლო­გია, მაგ­რამ ხალ­ხს ვერ მო­ე­რე­ვი­ან.” – თქვა მან.

აქციის ორგანიზატორებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისიდან აშშ-ის საელჩოსთან გადაინაცვლეს, ელჩის, კელი დეგნანის სახელზე განცხადება შეიტანეს და აღნიშნეს, რომ მრავალი წელია, აშშ დამოუკიდებელი საქართველოს ზნეობრივ ოკუპაციას სწორედ საელჩოს მეშვეობით ახდენს:

“მთელმა საქართველომ ნახა, რომ აშშ-ის საელჩოს ბნელი კარები საზოგადოებისთვის დახშულია. “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე არ შეუშვეს, მეტი ვინ უნდა შეუშვან? ალბათ შეუშვებენ “თბილისი პრაიდს” და სხვადასხვა მოძალადეს.

მრავალი წელია, რაც აშშ მისი საელჩოს მეშვეობით დამოუკიდებელი საქართველოს ზნეობრივ ოკუპაციას ეწევა. მათი საელჩოს წარმომადგენლების უდიდესი ზეწოლის ქვეშ ჩვენი პარლამენტი მრავალ დანაშაულებრივ და ბინძურ კანონს იღებს; საპასუხისმგებლო ადგილზე ნიშნავს ღია ლგბტ ლობისტებს.

თქვენ პირადად ხართ ჩართული წლევანდელი ბოროტი რიტუალის ორგანიზებაში, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის წაბილწვა. ჩვენ ვითხოვთ, გაძევებულები იყვნენ საქართველოდან ქვეყნის ზნეობრივი მტრები და ოკუპანტები.” – თქვა ფალავანდიშვილმა.

გუ­რამ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლის თქმითვე, გა­ავ­რცე­ლე­ბენ პე­ტი­ცი­ას, რო­მელ­საც ხელს ათა­სო­ბით ქარ­თვე­ლი მო­ა­წერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები