„ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, თუმცა ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვის თავისუფლებასა და შეკრების თავისუფლებას“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
აღნიშნულით მან კომენტარი გააკეთა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.
„ახალი კანონზე ჩვენ ვნახეთ ომბუდსმენის პოზიცია, რომელმაც გამოხატა საკუთარი მოსაზრება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.
პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას: შეშაც აკრძალეთ, კონსერვის ქილაც, შიათ ადამიანებს – ხოლმე აქციაზე
რისი თქმაც მე შემიძლია, არის ის, რომ როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვგმობთ ძალადობას, ვისკენაც არ უნდა იყოს მიმართული, ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვის თავისუფლებასა და შეკრების თავისუფლებას“. – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.