შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ხურვალეთში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება, სადაც ოკუპანტები რადიოსიხშირეებს აყენებენ.
ახვლედიანის განცხადებით, „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი ქმედება არის უკანონო, ამიტომ ის გმობს პროვოკაციულ აქტივობას საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან“.
„შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი ქმედება არის უკანონო და ჩვენ ბუნებრივია ვგმობთ ნებისმიერ პროვოკაციულ აქტივობას საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. კონკრეტულად ამ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორები. რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ ჩაერთო საკითხში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ამოქმედდა ცხელი ხაზი და შესაბამისი უწყებები ახდენენ რეაგირებას”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.