LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვფლობ გარკვეული სახის ინფორმაციას, რომ ორი ადამიანი შეიძლება მალე ფიგურირებდეს მკვლელებად, ორი მამაკაცი” – მიხეილ რამიშვილი

359
BeFunky-collage (8)

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი თბილისის პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად მივიდა. როგოც უკვე ცნობილია, მიხეილ რამიშვილი იმ მასალებს გაეცნობა, რასაც გრიფით საიდუმლო სტატუსი ჰქონდა.

პროკურატურაში შესვლამდე მან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გამოიძებამ საქმე მკვლელობის მუხლზე უნდა გადააკვალიფიციროს. ამასთან, როგორც რამიშვილი ამბობს, აქვს გარკვეული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ მკვლელობაში შესაძლოა 2 მამაკაცი ფიგურირებდეს.

“ვნახავთ ახლა რასთან გვაქვს საქმე, რა იყო გრიფით საიდუმლო, რისი განსაიდუმლოება მოხდა, არის თუ არა სრულად. ის აბები, რომელი ვითომდა თამარის მიერ იყო შეძენილი, არ არის თამარის მიერ შეძენილი, შესაბამისად, აქ უკვე თვითმკვლელობა აღარ არის, ეს არის მკვლელობა და კეთილი უნდა ინებოს გამოძიებამ და უკვე მკვლელობაზე უნდა გადააკვალიფიციროს.

გარდა ამისა, მე გარკვეულწილად ვფლობ გარკვეული სახის ინფორმაციას, რომ ორი ადამიანი შეიძლება მალე ფიგურირებდეს მკვლელებად, ორი მამაკაცი,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები