LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვფიქრობთ, რომ კურსი წელს გამყარებული დარჩება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

127
1609170480-კაკაურიძე-კომიტეტი-1

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ლარის კურსი წელს გამყარებული დარჩება. ამის შესახებ მან პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტზე ისაუბრა, სადაც 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა წარადგინა.

„კურსი საკმაოდ გამყარებულია ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებით, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება, მათ შორის ჩვენს ექსპორტზე. ხელს უწყობს იმპორტის ზრდას, რაც საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერიოდში კურსზე უარყოფითად მოქმედებს. თუმცა, გუშინ გარკვეული ამოვარდნა ჩანდა. როდესაც ქვეყანაში დიდი მოცულობით შემოდინებაა ტურიზმიდან, ექსპორტიდან და ა.შ. ეს ხელს უწყობს კურსის გამყარებას. თუმცა, თუ კურსი ზედმეტად გამყარდა, ეს იწვევს იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას, ექსპორტის შეფერხებას და საბოლოო ჯამში, კურსის გაუფასურებას…

ზოგადად, პროგნოზს რაც შეეხება, ჩვენ არ ველით, რომ დიდი არასტაბილურობა გვექნება. რა პროგნოზიც არის, როგორც ექსპორტის, იმპორტის და ტურიზმის მიმართულებით, ვფიქრობთ, რომ კურსი წელს გამყარებული დარჩება. თუმცა, მნიშვნელოვანი გამყარება ეკონომიკისთვის კარგი არ იქნება“, – აღნიშნა კაკაურიძემ.

 

ეროვნული ბანკი წლის ბოლოს 1%-იან ინფლაციას და 5%-მდე ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები