“ახლა ვფიქრობ, წალენჯიხაში ხომ არ გავხსნა კლინიკა იმიტომ, რომ თავისუფალი კუნძულია და განვითარება უფრო შეიძლება”,-ამის შესახებ ანზორ მელიამ ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“მე ზუგდიდელი ვარ თავიდან ბოლომდე და დავრჩები ზუგდიდელად. არ აქვს ამას მნიშვნელობა სად ვიცხოვრებ — ზუგდიდში, თუ თბილისში, მაგრამ ახლა ვფიქრობ, წალენჯიხაში ხომ არ გავხსნა კლინიკა იმიტომ, რომ თავისუფალი კუნძულია და განვითარება უფრო შეიძლება”.
მამუკა ხაზარაძე საცხოვრებლად გადასვლას წალენჯიხაში გეგმავს
ცნობისთვის, წალენჯიხაში მერის ასარჩევად ჩატარებულ მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გია ხარჩილავამ გაიმარჯვა. ის ერთადერთია ოპოზიციიდან, რომელმაც გამარჯვებას მიაღწია.