LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვფიქრობ, პირველ აპრილს ყველა უწყებას ექნება შესრულებული ვალდებულება, რომელსაც აკისრებს კანონი შშმ პირთა უფლებების შესახებ: მიხეილ სარჯველაძე

75
მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, შეხვედრას ესწრებოდა ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომელთაც “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ” კანონის მიხედვით აკისრიათ ვალდებულება, 1 აპრილამდე უზრუნველყონ სამოქმედო გეგმების დამტკიცება:

“ჩვენთვის საინტერესო იყო იმ საკითხების გარკვევა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმების შედგენასთან არის დაკავშირებული და ამის მიხედვით განგვესაზღვრა, რამდენად არსებობს რეალურად მზადყოფნა, რომ 1 აპრილს შესრულებული იყოს სრულად ეს ვალდებულებები. გამოიკვეთა საინტერესო ინფორმაცია, სამომავლო გეგმები. ვფიქრობთ, ყველა წინაპირობა გვაქვს იმის სათქმელად, რომ 1 აპრილს ყველა უწყებას ექნება შესრულებული ის ვალდებულება, რომელსაც კანონი მათ აკისრებს.” – აღნიშნა სარჯველაძემ.

მისი შეფასებით, ეს მზადყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სტანდარტების შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები