„კანონი და სამართლის” ლიდერმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ „მანდატის დატოვებაზე ფიქრობს და მოსწონს ეს აზრი, თუმცა მანამდე კოსულტაციის გავლა სურს“.
როგორც ჩარკვიანი აცხადებს, ბრძოლისთვის რაც არის საჭირო ყოველთვის იმას აკეთებს.
„ახლა რომ მანდატებს ტოვებენ კარგია, მაგრამ მაშინ რომ შელეოდნენ იმ მანდატს და ბოლომდე დაგვეჭირა ბოიკოტი, დღეს ამათი ბუნდღა არ იქნებოდა. მართლა სხვა ვითარება იქნებოდა, ამდენს არ გაბედავდნენ, მაგრამ შესხდნენ მაშინ იქ გარკვეული პარტიები და ვერ დავიჭირეთ ბოიკოტი.
ბრძოლისთვის რაც არის საჭირო ყოველთვის იმას ვაკეთებ. ვფიქრობ მანდატის დატოვებაზე, მეც მომწონს ეს აზრი, თუმცა მაინც მინდა, კიდევ გავიარო კონსულტაცია იმიტომ, რომ მე პირადად ეს მანდატი არაფერში არ გამომიყენებია, მხოლოდ გამოვიყენე , სააკაშვილის გამო, რომ ელჩებს წერილებს ვუგზავნიდით. ყველამ მიიღო აბსოლუტურად: ბრიტანეთი, ისრაელი, საფრანგეთი, რუმინეთი, ყველა… ამისთვის გამოვიყენე და ციხისთვის, მეტი მე მანდატი არაფერში არ მჭირდება. გადავწყვეტთ, რომ უნდა დავდოთ? რა თქმა უნდა დავდებ, აბა რას ვიზამ. მაგრამ ეს უნდა იყოს პოლიტიკური აქტი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
„ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნონა მამულაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს
ზურაბ ჯაფარიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს
პარლამენტში ჯდომის აზრს მე ვერ ვხედავ – ანა წითლიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს
ლევან ვარშალომიძე: უარს ვაცხადებ საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატზე