Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„ვფიქრობ, ის სამწუხარო გამონათქვამი რაც მე გავაჟღერე, არ უნდა თქმულიყო, თუმცა ყველას გასაგონად ვიტყვი: გადადგომას არ ვაპირებ! ყველამ გაიგოს, ერთხელ და სამუდამოდ“ – ირაკლი ბერაია  – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვფიქრობ, ის სამწუხარო გამონათქვამი რაც მე გავაჟღერე, არ უნდა თქმულიყო, თუმცა ყველას გასაგონად ვიტყვი: გადადგომას არ ვაპირებ! ყველამ გაიგოს, ერთხელ და სამუდამოდ“ – ირაკლი ბერაია 

125
Untitled design (45)

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, ის საპარლამენტო თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

ამის შესახებ მან თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატის ალეკო ელისაშვილის მოთხოვნას უპასუხა.

„მე ამ თემაზე ერთხელ უკვე ვისაუბრე. დღესაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ, რა თქმა უნდა, ის სამწუხარო გამონათქვამი, რაც ჩემ მიერ იქნა გაჟღერებული პლენარულ სხდომაზე, ვფიქრობ, რომ არ უნდა თქმულიყო, ეს იყო მიუღებელი და ამასთან დაკავშირებით მე განვაცხადე.

შესაბამისად, ამ თემაზე მეტი დეტალის თქმას არ ვაპირებ, ყველაფერი არის ნათქვამი. ასევე, ყველას გასაგონად იმასაც ვიტყვი, რომ გადადგომას არ ვაპირებ, ეს ყველამ მინდა კარგად გაიგოს, ერთხელ და სამუდამოდ!

მანამ, ვიდრე მეც და ჩემი გუნდიც მივიჩნევთ, რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში ჩვენ ერთად ვაკეთებთ საქვეყნო საქმეს, ჩემი პოზიცია არის ასეთი, ამასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს.

მე თქვენ და თქვენს ზოგიერთ კოლეგას ნამდვილად არ მოგთხოვთ ბოდიშის მოხდას, იმიტომ, რომ მივიჩნევ, თქვენი აზროვნება და თქვენი შეგნება ამას ვერ შესწვდება. ასე რომ, ამ საკითხზე დავასრულოთ საუბარი..“ – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.

თეონა აქუბარდია: „იმას, რაც „ოცნების“ კაცუნამ, ირაკლი ბერაიამ ჩემ წინააღმდეგ იკადრა, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია“

აღნიშნულის შემდეგ, ირაკლი ბერაიამ ბოდიში მოიხადა.

„მინდა ბოდიში მოვიხადო“ – ირაკლი ბერაია თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიშს იხდის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები