LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვფიცავ თამარის წინაშე ჩემი სიცოცხლის საპირწონედ ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე – მიხეილ რამიშვილი

289
BeFunky-collage (5)

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, .

“ვფიცავ თამარის წინაშე ჩემი სიცოცხლის საპირწონედ ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე”,- წერს ადვოკატი.

მისი თქმით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

“ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება 23 წლის გოგონას თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით თუ რა ეტაპზეა ე/წ “ობიექტური” გამოძიება, რომელიც ელოდებოდა გაყალბებულ არჩევნებში დღევანდელი ხელისუფლების ე/წ “გამარჯვებას” ჩვენ არ გავჩერებულვართ და არც გავჩერდებით ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ვფიცავ თამარის წინაშე ჩემი სიცოცხლის საპირწონედ ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე და ბევრ სიახლეს ელოდოს გამოძიება, რაზეც მოუწევს პასუხის გაცემა”,-წერს მიხეილ რამიშვილი ფეისბუქში.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები