”ვესტ ჰემის” მეკარე ადრიანმა გოლი ის გაიტანა, როგორც ეს FIFA-ს თამაშში ხდება.
გოლკიპერმა თავისი კარიდან მეტოქის კარამდე ირბინა.
გოლი-სასწაული საქველმოქმედო შეხვედრაში გავიდა, რომელშიც ”ვესტ ჰემი” ვეტერან ვარსკვლავებს შეხვდა. 29 წლის მეკარემ ბურთი საკუთარ საჯარიმოში აიღო და პარტნიორების დახმარებით მეტოქის საჯარიმომდე ჩააღწია. ისიც სათქმელია, რომ ინგლისის ნაკრების ექს-მეკარე დევიდ ჯეიმსს დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია.
მატჩი ”ვესტ ჰემის” ვარსკლავების დამარცხებით დასრულდა – 5:6.
მატჩში მონაწილეობდნენ დინ ეშტონი, პაოლო დი კანიო, ტედი შერინგემი და სხვა ცნობილი ”ჩაქუჩები”.
https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=el4NzM3Yw1c