სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ირაკლი კაკაბაძე ირაკლი ჩარკვიანის აქამდე უცნობ კომპოზიციას აქვეყნებს.
„2004 წელს დაწერილი პატარა ბალეტი – ირაკლი ჩარკვიანი, ქეთათო და თქვენი მონა მორჩილი არიან ტექსტის და მუსიკის ავტორები. ‘როზანთემი’ მაშინ თავისებური ექსპერიმენტი იყო – სექსპერიმენტული ექსპერიმენტი. ახლა უკვე 15 წელი გავიდა და ამ ვეშჩმა თავისი ქალიშვილობა უნდა დაკარგოს, რომელსაც 15 წელი სათუთად ვუნახავდით. ირაკლი ჩარკვიანის გენიალური ხედვა ჩანს აქ მსოფლიოში რომანტიული სოციალისტური სიზმრების დამთავრების შემდეგ პარაბელუმის ლულის ქვეშ;“ – წერს კაკაბაძე სოციალურ ქსელში.