LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერტმფრენს ტექნიკური მომსახურება 22 მაისს ჩაუტარდა – კომპანიის განცხადება

228
1559813873-61982160_396867504251378_2131605372950020096_n

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანია „ავიატორის“ წარმომადგენელმა განცხადება გააკეთა. 

ყაზბეგში ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაღუპულია სამი ადამიანი

უბედური შემთხვევის დროს ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა.

მისი თქმით, ვერტმფრენს ბოლო გეგმური ტექნიკური მომსახურება მიმდინარე წლის 22 მაისს ჩაუტარდა. რაც შეეხება ტრაგიკული შემთხვევის დროს გარდაცვლილებს ისინი ეკიპაჟის წევრები არიან: მფრინავი, კომპანია „ავიატორის“ თანამშრომელი და სასტუმრო „რუმსის“ თანამშრომელი.

„კომპანია „ავიატორის“ კუთვნილმა ვერტმფრენმა BELL-505 კატასტროფა დაბა ყაზბეგში განიცადა. ვერტმფრენს მუდმივად უტარდებოდა ტექნიკური მომსახურება და მუდმივად იმყოფებოდა მონიტორინგის ქვეშ. ბოლოს გეგმური ტექნიკური მომსახურება ჩაუტარდა 22 მაისს. ვერტმფრენს მართავდა ძალიან მაღალი კლასის მფრინავი. ჩვენთვისაც უცნობია, რამ გამოიწვია ეს შემთხვევა. ამას ალბათ, გამოძიების შედეგად გაეცემა პასუხი. ვერტმფრენი აფრინდა ანგარიდან, სადაც იგი ბაზირებული იყო და მიფრინავდა სასტუმრო „რუმსის“ მიმართულებით. ჩემი ინფორმაციით, ვერტმფრენი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა,“ – აცხადებს კომპანია „ავიატორის“ წარმომადგენელი.

ვინ არიან ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილები

"რუმს ჰოტელ ყაზბეგი"-ს კუთვნილი ვერტმფრენი - ყუროს მთასთან, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები