LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერტმფრენიდან პარაშუტით ხტომა უკვე საქართველოშიც შესაძლებელია

537
დდდ

ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარულებისთვის საქართველოში სიახლეა – ვერტმფრენიდან პარაშუტით ხტომა უკვე ჩვენს ქვეყანაშიც შესაძლებელია. ზღვის დონიდან 3000 მეტრი სიმაღლიდან პარაშუტით ხტომას კომპანია Better2fly sky dive Geogia უკვე 22 ნოემბრიდან ახორციელებს.

„და აი დადგა ეს დღეც! თუ ხარ ადრენალინის მოყვარული და მზად ხარ ჩვენთან ერთად გადმოეშვა ემოციების ზღვაში, მაშინ შემოგვიერთდი! ტანდემ ნახტომის სტანარტული ღირებულებაა 450$-ია. ჩვენი სპეციალურად მოწვეული უკრაინელი ინსტრუქტორი იზრუნებს თქვენს უსაფრთხო და ემოციურ ფრენაზე, რა თქმა უნდა, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით“, – აცხადებენ კომპანია Better2fly sky dive Geogia-ში.

მათივე ცნობით, ვერტმფრენიდან პარაშუტით ხტომა ნატახტახტარის აეროდრომის ტერიტორიაზე ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები