LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Versace, Armani, Pierre Cardin – პირველი ქართული ონლაინ მაღაზია უცხოური ბრენდებით და დაბალი ფასებით

82

ევროპული ბრენდების ონლაინ მაღაზია Gebuy.net ქართველ მომხმარებელს ისეთ მარკებს სთავაზობს, როგორიცაა Versace, Armani, Pierre Cardin, Levis, Lacoste,  Kenzo და სხვა.

პროექტი სტარტაპ კომპანია Gebuy-ს ეკუთვნის. 1 წლიანი მუშაობის შემდეგ საიტი სრულყოფილად უკვე 2 თვეა რაც ამოქმედდა და უკვე რამდენიმე შეკვეთაც მიიღო.

კომპანიის ბრენდ–მენეჯერის თმით, სხვა ონლაინ მაღაზიებისგან განსხვავებით, Gebuy–ს საკუთარი ფოსტა ემსახურება, რაც შიპინგის ფასს აუქმებს. ანუ მომხმარებელს ნივთის ფასის გარდა ონლაინ შეკვეთის განხორციელებისთვის არაფრის გადახდა არ უწევს.

ამ ეტაპზე საიტზე 3000 -მდე ნივთია განთავსებული.

“ჩვენი ონლაინ მაღაზია შეიქმნა იმისთვის, რომ საქართველოში მომხმარებელს ჰქონდეს, ასეთი მაღალი დონის ბრენდებზე წვდომა შეღავათიან ფასად. ჩვენთან პროდუქციას ევროპასთან შედარებით, დაბალი ფასი აქვს, რადგან ექსკლუზიური ხელშეკრულებები გვაქვს მომწოდებელ კომპანიებთან”, – აღნიშნა ილო ღლონტმა.

ილო ღლონტის თქმით, როგორც კი ამომწოდებელს ახალი ნივთი შემოაქვს, ის ავტომატურად ემატება საიტზე განთავსებული პროდუქციაც.

რაც შეეხება პროდუქციის მიღების ვადებს, ილო ღლონტი ამბობს, რომ მომხმარებელი შეკვეთილ ნივთს 7–დან 14 დღემდე მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები