LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერის უბნის მელოდიებით“ ქართველი ვარსკვლავები ოდესაში ჩადიან – თქვეს თუ არა უარი სუხიშვილებმა მიუზიკლზე

24

„ავტორადიოზე“, ნინო მურღულიას საავტორო გადაცემაში „VIP ზონა“, ნოდიკო ტატიშვილი ჩაერთო, რომელმაც „ვერის უბნის მელოდიების“ ოდესურ გასტროლზე ვრცლად ისაუბრა.

მისი თქმით, სწორედ ახლა გადის რეპეტიციებს სრულ შემადგენლობასთან ერთად. კითხვაზე, მართალია თუ არა, რომ სუხიშვილებმა უარი თქვეს ოდესას გასტროლში მონაწილეობაზე, ნოდიკომ უპასუხა, რომ ეს ამბავი პირველად გაიგო და სუხიშვილები ოდესის გასტროლში მონაწილეობას მიიღებენ. ერთადერთი, ვინც მიუზიკლში არ მონაწილეობს, სამორი ბალდეა, თუმცა ამისთვის აქვს მიზეზი, ის გარკვეული ხანია, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად.
ნოდიკომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში მიუზიკლის საჩვენებლად პირველად მიიწვიეს, თუმცა ბილეთები წარმოდგენაზე უკვე გაყიდული და უკრაინელებმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინეს „ვერის უბნის მელოდიების“ მიმართ. სპექტაკლი 8 ოქტომბერს ოდესის მუსიკისა და დრამის თეატრში გაიმართება.

„არ მინდა, ამბიციურ და ხმამაღლა ნათქვამად გამოვიდეს, მაგრამ ეს სპექტაკლი საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება და ჩვენი მიღწევა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩრდილში. ბათუმში ათი სპექტაკლი ვაჩვენეთ, შემდეგ თბილისში, ასევე ბაქოში, სადაც დიდი აპლოდისმენტებით მიიღეს და ამის მერე საქართველოში აღარ გამართულა“ – განაცხადა მომღერალმა. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იკავებენ თავს საქართველოში ისევ მის ჩვენებაზე იმის გამო, რომ საკმაოდ ძვირად ღირებული პროექტია, ნოდიკომ უპასუხა: „თავიდანვე, არაჩვეულებრივი ფრანგი რეჟისორისგან, რედა ბენტიფორისგან, იყო მოთხოვნა, რომ ყოფილიყო უმაღლესი ხარისხი. რა თქმა უნდა, ძვირიანი პროექტია, მაგრამ ხარისხიანი. ის, რაც ამ სპექტაკლზე დაიხარჯა, სცენაზე ჩანს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები