LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვერიეთიმ” წლის ყველაზე პოპულარული ფილმები დაასახელა

71
page

გამოცემა ,,ვერიეთიმ” 2020 წელს გამოსული  ყველაზე პოპულარული ფილმების სია გაავრცელა. მონაცემები, ScreenEngine/ASI-ს კვლევაზე დაყრდნობი შედგა, რომელმაც 13-64 წლის, 1200 მაყურებლის მონაცემები შეისწავლა.

პირველ პოზიციაზე მიუზიკლი ჰამილტონიგავიდა, მისი პრემიერა Disney+-ზე ივლისში შედგა. მთავარი როლს  ლინ-მანუელ მირანდა ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ფილმში ძირითადად ფერადკანიანი მსახიობები თამაშობენ სიუჟეტი ცნობილი პოლიტიკოსის ცხოვრების ირგვლივ ვითარდება.

მეორე ადგილზე კომედიაბორატი 2“ განთავსდა, რომლეშიც მთავარ როლს საშა-ბარoნ კოენი ასრულებს, ის 2006 წელს გამოსული ფილმის გაგრძელებაა.

პირველ ათეულში ასევე შევიდნენ: „ჩემი ჯაშუში“, „ევაკუაცია“, ფინესი და ფერბიკენდისი სამყაროს წინააღმდეგ“, „მულანი“,„ძველი გვარდია,ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო პროცესი“, „ალქაჯები“ და „შეყვარებულები“.

სრულ სიას შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე გაეცნოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები