LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერეშჩუკი: “აზოვსტალის” ქარხნიდან 150 ადამიანია ევაკუირებული, მათ შორის 20 ბავშვია

289
Untitled design (1)

“აზოვსტალის” ქარხნიდან 150 ადამიანი, მათ შორის 20 ბავშვია ევაკუირებული. 

ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.

მისი თქმით, გადარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეები ავტობუსებით ზაპოროჟიეს რეგიონში ჩავიდნენ.

ვერეშჩუკის თქმითვე, მოხდა პატიმრების გაცვლაც: უკრაინულმა მხარემ დაიბრუნა 14 მოქალაქე, აქედან 7 სამხედრო, 7 კი მშვიდობიანი მოქალაქეა.

“აზოვსტალზე” შეტევა დაიწყო, ამ წუთებში ოკუპანტები ქარხანაში შეჭრას ცდილობენ: “აზოვის” პოლკი

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

უკრაინულ მედიაში ვრცელდება კადრებიც, როგორ ჩადის “აზოვსტალიდან” ევაკუირებული ავტობუსები ზაპოროჟიეში.