LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერეს ხეობიდან-ვაჟაზე სკოლაში ფეხით დავდივარ და გაკვეთილებს საკლასო ოთახიდან ვატარებ: ბავშვებმა შეგრძნებები არ უნდა დაკარგონ

926
sdfghმასწ

”ჩემს შვილს ყოველ დილით 9 საათზე აქვს ონლაინ გაკვეთილი. ყოველ დილით 9 საათზე, როცა ყველა ბავშვი სახლიდან შედის ზუმში მასწავლებელი კლასშია. სკოლაში მიდის ხალხო ყოველ დილით ფეხით, თუ არ ვცდები ვერიდან ვაჟა-ფშაველას ძეგლთან და გაკვეთლს ატარებს საკლასო ოთახიდან, დავალებებსაც დაფაზე წერს. მარტო იმიტომ, რომ ბავშვებს კლასის განცდა შეუქმნას, გამოსახულების ფონზე რომ კლასი იყოს ამის გამო! ვერ ვიჯერებ”… ამ პოსტს, ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე პირად Facebook გვერდზე ავრცელებს.

ვფიქრობ, გულგრილად არ უნდა დავტოვოთ მსგავსი ფაქტი. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდის სწორი აღზრდა და განათლება. შეიძლება ინდივიდებმა ჩათვალონ, რომ მერე რა.. ამას ნებისმიერი შეძლებს. თუმცა, საქმეც ამაშია. შეძლებს, მაგრამ აკეთებს? 38 წლის, ვერიკო კალანდარიშვილი კი საკუთარი ინიციატივით ცდილობს მოსწავლეებს სასკოლო გარემო შეუქმნას.

მოგვიყევით, როდის დაიწყეთ სკოლაში მუშაობა და რას ასწავლით?

ვერიკო კალანდარიშვილი ახალ მასალას დისტანციურად დაფაზე ხატვით ხსნის

”ვალდორფის სკოლის” დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ. თავიდან, კონცერტმეისტერად მივედი. შემდეგ, დაწყებითი კლასების მასწავლებლად გავაგრძელე მუშაობა. ამასობაში 20 წელიც გავიდა. ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა. იქ სულ სხვა სამყაროა. სტანდარტული გაკვეთილების ხანგრძლივობა არის საათი და 45 წუთი. ამ ხნის გნმავლობაში ყვებიან ლექსებს, აქვთ მუსიკა მრავალფეროვნებისთვის განვიხილავთ სხვადასხვა ამბებს და ვსწავლობთ, რა თქმა უნდა საგნებს.

როდესაც ქვეყანაში პანდემია დაიწყო და ბავშვები დისტანციურ სწავლაზე გადავიდნენ…

ძალიან რთულია დღევანდელი მდგომარეობა. ვირტუალური სწავლება აზარმაცებს ბავშვს. მათ მოძრაობა და ურთიერთობები სჭირდებათ. ბევრჯერ უთქვამთ ბავშვებს: ”ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ ვერაფერი ვიგრძენითო”. მათ უნდათ, რომ იგრძნონ რასაც სწავლობენ. მე მინდა, მაგალითი ვიყო მათთვის იმისა, რომ გარეთ გასვლა თუმდაც, ამ პერიოდში საშიში არ არის და ვცდილობ ჩემი მხრიდან უკონტაქტობის შეგრძნება შევუმსუბუქო. ვერეს ხეობიდან ვაჟაზე ფეხით დავდივარ. ისედაც მიყვარს ფეხით სიარული ამიტომ, ამას ჩემთვის პრობლემა არ შეუქმნია. თან საინტერესოა. ყოველ დილით ბავშვებს ვუყვები, რა ხდებოდა გარეთ. ციოდა, წვიმდა, თოვდა, მზე იყო. შემდეგ, ისინი მიყვებიან რას ხედავენ თუნდაც სახლიდან. თუ, გარეთ იყვნენ გასული, რა შთაბეჭდილება ქონდათ და ა.შ.

როგორ დაიბადა იდეა, რომ საკლასო ოთახიდან გქონოდათ ჩართვები?

მხოლოდ მე არ ვარ ვინც ამას აკეთებს. არის რამდენიმე მასწავლებელი, რომლებიც საკლასო ოთახიდან ერთვებიან. მინდა აღვნიშნო, რომ განსხვავებული და გამორჩეულია ჩვენი სკოლა. აქ ყველას გასაკუთრებულად უყვარს თავისი საქმე. მე პირადად, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ისედაც ტრამვირებულ ბავშვებს არ დაეკარგოთ კლასის შეგრძნება. ჩართვის დროს, საჭიროების შემთხვევაში დაფაზეც ვწერ. ძალიან მტკივნეულია ეს გარემოება ჩემთვის. ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია საკლასო ოთახი, მეგობრები. მათ ენატრებათ ურთიერთობები ერთმანეთთან. წარმოიდგინეთ, რამხელა აქტივობები აქვთ, როცა სკოლაში დადიან. ახლა კი სახლში არიან. ძირითადად კომპიუტერზე და სმარტფონებზე დამოკიდებულები გახდნენ. ეს წარმოუდგენელია.

ვერიკო კალანდარიშვილის დაფაზე შესრულებული ნახატი მოსწავლეებს

რა შეიძლება გამოიწვიოს დისტანციურმა სწავლებამ?

შეუძლებელია ასე გაგრძელდეს. ეს დამღუპველია. ამდენი გამოსხივება, ამდენი უმოქმედობა, მეგობრებთან უკონტაქტობა. ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ეტაპობრივად დაიწყებს ეს გამოვლენას. ზოგს შეიძლება აგრესია ქონდეს, ზოგს ზედმეტი აქტიურობა ან პირიქით, ჩაკეტილობა… ეს ინდივიდულურია.

რას ურჩევთ მშობლებს, როგორ გაუმკლავდნენ დღევანდელ მდგომარეობას?

რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეცადეთ, მაქსიმალურად ეკონტაქტოთ პატარებს. გაიყვანეთ გარეთ სასეირნოდ. მათ ახლა სჭირდებათ მაქსიმალური ურთიერთობები და ენერგია. წაუკითხეთ წიგნები. დაეხმარეთ, რომ საინტერესოდ გაატარონ თითოეული დღე. იმედია, ყველაფერი მალე დაუბრუნდება თავის კალაპოტს და ჩვეულ ცხოვრებას გავაგრძელებთ. გამძლეობას ვუსურვებ ჩვენს ერს.

ვიდეო: პანდემიის დროს, დაწყებითი კლასების მოსწავლებმა ზღაპარი გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები