LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერეს ხეობაში რეკრეაციული ზონა მოეწყობა

475

ვერეს ხეობაში არაფერი აშენდება და იქ რეკრეაციული ზონა მოეწყობა, ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომ მთავრობის სხდომაზე ვერეს ხეობაში მშენებლობების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
“სახელმწიფოს განსხვავებული მიდგომა უნდა ჰქონოდა მანამდეც და სტიქიის შემდეგაც იქ არაფერი არ უნდა აშენდეს, მით უფრო, სტიქიის შემდეგ იქ არაფერი აშენდება. საშიშროება ყველა შემთხვევაში რჩება, ამიტომ მდინარის კალაპოტში რომ მშენებლობა არ შეიძლება, ერთმნიშვნელოვანია და დარწმუნებული იყავით, ხელისუფლება ამას ასეც მიხედავს”, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები