აშშ-ში კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოების, AG Awards 30-ე ცერემონია გაიმართა. წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა ჯენიფერ ენისტონი, რომელიც როგორც ყოველთვის ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.
ამ დღეს მას ვერცხლისფერი კაბა ამშვენებდა. საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიქცია მისმა უზარმაზარმა ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედმა. მისი გამოჩენის შემდეგ ყველა 55 წლის ენისტონის შესაძლო ქორწინებაზე ალაპარაკდა.
თავად მსახიობი ინტერვიუებში ხშირად აცხადებს, რომ ის მარტოა და არავის ხვდება.
„ზოგჯერ მინდა სახლში დაბრუნებისას ვინმეს მკლავებში თავი ჩავდო და ვუთხრა, რომ მე დღეს მძიმე დღე მქონდა“, – განაცხადა ცოტა ხნის წინ მსახიობმა.
ცნობისთვის, ენისტონი ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში, პირველად 2000 წელს, ბრედ პიტთან, მეორედ კი 2015 წელს, ჯასტინ ტერუსთან.