LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 5 პირია დაკავებული

85
შსს

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ბრალდებებით, 5 პირია დაკავებული,- ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

19 თებერვალს, თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სხეულზე ჭრილობა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ პირს, რის გამოც იქვე მყოფმა, 1979 წელს დაბადებულმა პირმა, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღით, კონფლიქტში მონაწილე პირების მიმართ საპასუხო გასროლები განახორციელა. სროლის დროს, მან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1969 წელს დაბადებულ პირს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. კონფლიქტში მონაწილე სხვა პირები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაჭრილი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ჩადენილი დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები