თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მოკლულ მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გაგა კირკიტაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი 50 წლისაა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს.
რაც შეეხება გარდაცვლილ ზ.ჯ.-ს, არსებული ინფორმაციით, ის წარსულში ნასამართლევია. ადგილობრივების განცხადებით, ისინი ზ.ჯ.-ს არ იცნობდენ.