LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერცერთი ვერ ეღირსება სახელმწიფო ინტიტუციების ჩამოშლას, ეს კარგად გაიგოს მელიამ, გავრილოვმა, მათმა ბელადმა და პუტინმა: ირაკლი ზარქუა

74
136069855-253240659485225-5081449347097505692-n

ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მოუწოდებს შეეშვას პროვოკაციებს და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. როგორც მან „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა, არავის ეპატიება სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება.

ტანით ვგრძნობ, რომ ის 88 ადამიანი შველას საჭიროებს-ნიკა მელია არ აპირებს შეეგუოს “გავრილოვის განაჩენს”

„სახელმწიფოს ჩამოშლა არავის ეპატიება. გავრილოვი იყო მთელი წლების განმავლობაში ერთობლივად სემინარებს რომ ატარებდნენ, მაშინ არ ჰქონიათ პრობლემა. გავრილოვი და სააკაშვილი თავის პარტიებთან ერთად რუსული პოლიტიკის გამტარებლები არიან. ვერცერთი ვერ ეღირსება სახელმწიფო ინტიტუციების ჩამოშლას. ეს კარგად გაიგოს მელიამ, გავრილოვმა, მათმა ბელადმა და პუტინმა.

სჯობს ერთმანეთში ჩამოყალიბდნენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ გალაშქრება არავის ეპატიება. მისი არჩევანია, თუ  უნდა ციხეში დაჯდეს და წამებულის მანტია მოისხას.  ვურჩევდი როგორც რიგით მოქალაქეს, დაექვემდებაროს კანონმდებლობას“,-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ჩვენ დავიცავთ საქართველოს ისე, როგორც ეს მოხდა 9 აპრილს: გიორგი ჩალაძე

შეგახსენებთ, პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა. ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება.

ნიკა მელია ამბობს, რომ რომ არ აპირებს შეეგუოს “გავრილოვის განაჩენს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები