ქარელში დღეს მომხდარ ავარიას 2 პოლიციელი ემსხვერპლა.
საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი დაეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ომარ ქარელი და ვანო ბასანიძე.
ერთ-ერთი დაღუპულის ბიძა აცხადებს, რომ პირი, რომელიც საპატრულო ეკიპაჟს დაეჯახა ნასვამი იყო და საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა.
„ჩემი დის შვილი იყო. პირი, რომელიც საპატრულო პოლიციის მანქანას დაეჯახა, მთვრალი იყო და და „პროწივზე“ შევარდნილა. ავტობანზე მოხდა შემთხვევა“, – ამბობს ერთ-ერთი გარდაცვლილის ბიძა.