LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერც კი წარმოვიდგენთ რა მასშტაბის ტრაგედია დატრიალდებოდა ხანძარი ბენზინგასამართ სადგურს რომ მიახლოებოდა – მარიამ ჯაში

132
i

„ყველაზე დიდი საშიშრობა იყო არა ბაზრის ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაცია და ჩაქრობა, არამედ რომ არ გადადებულიყო ცეცხლი იქვე ძალიან ახლომდებარე ბენზინგასამართ სადგურს“, – ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარტია  „ჩვენი საქართველოს სოლიდარობის ალიანსის გენერალურ მდივანმა, მარიამ ჯაშმა „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგულაცია უნდა იყოს ნავთობ პროდუქტების ვაჭრობის ობიექტებისა და ბენზინგასამართი სადგურების დაშორება დასახლებული პუქტებიდან.

ყველაზე დიდი საშიშრობა იყო არა ბაზრის ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაცია და ჩაქრობა, არამედ რომ არ გადადებულიყო ცეცხლი იქვე ძალიან ახლომდებარე ბენზინგასამართ სადგურს. ეს რომ მომხდარიყო, ვერც კი წარმოვიდგენთ რა მასშტაბის ტრაგედია დატრიალდებოდა.

მეხანძრე და მაშველ ბრიგადებს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის უდიდესი გმირობისთვის რომ ეს შეაკავეს.

ერთ-ერთი რეგულაცია აუცილებლად უნდა იყოს ნავთობ პროდუქტების ვაჭრობის ობიექტებისა და ბენზინ გასამართი სადგურების დაცილება დასახლებული პუნქტებისგან“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ვარკეთილში შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდა.

აღსანიშნავია, რომ იყო საშიშროება ცეცხლი გადასულიყო ხანძრის ზონასთან ახლოს მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები