LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერაზე დაჭრილი 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა

808
დაჭრილი

ვერაზე, ანჯფარიძის ქუჩაზე სისხლიანი გარჩევისას დაჭრილი 20 წლის ახალგაზრდა, ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა.

დაჭრილი ხეჩინაშვილის კლინიკაში იყო მოთავსებული.

ახალგაზრდა კაცს ჭრილობები გულმ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

კვარაცხელია გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს. ირკვევა, რომ 20 წლის ბიჭს თავდამსხმელი ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული დაპირიპირების შემდეგ კი მან კვარაცხელიას მისამართით 9-ჯერ გაისროლა და ანჯაფარიძის ქუჩიდან საკუთარი მანქანით მიიმალა.

„ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები