LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება: ოლაფ შოლცი

92
შოლცი და პუტინი

„უკრაინაში საერთაშორისო სამართლის დარღვევის გათვალისწინებით, ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება“, – აღნიშნული განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გააკეთა. მისივე განმარტებით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში დაარღვია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგი და აიძულა ევროპა გაეძლიერებინა თავისი თავდაცვის სტრატეგია.

როგორც Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შოლცის თქმით, გერმანია მხარს დაუჭერს ფინეთს და შვედეთს, თუ ისინი გადაწყვეტენ ნატოში გაწევრიანებას.

„ვერავინ იფიქრებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი და მთავრობა სხვა შემთხვევებში ძალადობით არ დაარღვევენ საერთაშორისო კანონს“, – თქვა შოლცმა.

ჟურნალ Stern-თან ინტერვიუში, შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა იმპერიალისტურია და ის მეზობელ ქვეყნებს „რუსეთის უკანა ეზოდ თვლის“.

„მას სურს გააფართოოს თავისი ტერიტორიები და ძალადობით გადალახოს საზღვრები. ის სასოწარკვეთილად ცდილობს რუსეთის ძველი მნიშვნელობის აღდგენას სამყაროში, რომელიც შეიცვალა.

როგორც ჩანს, პუტინს სურდა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ნაწილის ხელში ჩაგდება, იქ ახალი საკონტაქტო ხაზის დამყარება, რაც საბოლოოდ ცეცხლის შეწყვეტას გამოიწვევს. ეს არ იქნება მდგრადი გადაწყვეტა. პუტინმა უკრაინასთან შეთანხმება უნდა დადოს” – თქვა შოლცმა.