LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერავინ გაბედავს ხელი ახლოს ჩვენს მიწას და ომი დაიწყოს

93
880x495_cmsv2_15287919-4ce4-5653-9f45-2b5922bb943f-3625444

ვერავინ გაბედავს ხელი ახლოს ჩვენს მიწას და ვენესუელაში ომი დაიწყოს –  ასე მიმართა კარაკასში მდებარე სამხედრო ბაზის სამხედროებს ვენესუელის ე.წ. პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ. მან ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდა, რომ ნებისმიერი აჯანყება ჩაახშონ.

ბოლო რამდენიმე დღეა ვენესუელაში საპროტესტო გამოსვლები იმართება. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. სამართალდამცველებთან შეტაკებისას 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის „ბიბისის“ ცნობით, ორი მოზარდია.

ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო მოსახლეობას და სამხედროებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რათა ნიკოლას მადუროს მმართველობა დასრულდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები