Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„ვერ წარმოიდგენთ რამდენი ცრემლი, ოფლი, სისხლი, დარდი, მონატრება და მოთმინება დგას თითოეული ცენტის უკან, რომლებსაც ერთმანეთზე აკოწიწებენ და საქართველოში აგზავნიან“ გიორგი სუხიტაშვილი ქართველ ემიგრანტებზე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ წარმოიდგენთ რამდენი ცრემლი, ოფლი, სისხლი, დარდი, მონატრება და მოთმინება დგას თითოეული ცენტის უკან, რომლებსაც ერთმანეთზე აკოწიწებენ და საქართველოში აგზავნიან“ გიორგი სუხიტაშვილი ქართველ ემიგრანტებზე

174
გიორგი სუხიტაშვილი

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი იტალიაში იმყოფება. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტ ქართველ ემიგრანტს შეხვდეს. მისივე თქმით, „ვერ წარმოიდგენთ რამდენი ცრემლი, ოფლი, სისხლი, დარდი, მონატრება და მოთმინება დგას თითოეული ცენტის უკან, რომლებსაც ერთმანეთზე აკოწიწებენ და საქართველოში აგზავნიან“.

„უკვე მეორე კვირაა იტალიაში ვარ, ვცდილობ მივიდე ყველა ქართველთან (ყველგან ვერ ვახერხებ მაგრამ ძალიან ვცდილობ) ვინც შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, ზოგი მუშაობს და სამსახურში ვაკითხავ, ზოგს ქუჩაში ვხვდები, ზოგი შორიდან მითვლის სიყვარულს.

ვაკვირდები მათ ცხოვრებას, სირთულეებს, წარმატებას, მცდელობებს, შემართებას, იმედგაცრუებას, ბრძოლას და უამრავ სხვა რამეს.

საქართველოდან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, უფრო სწორად რომ ვთქვა არაერთგვაროვნად ჩანს, ან კარგად ან ცუდად მაგრამ ზუსტად და რეალურად მხოლოდ მაშინ ხედავ თუ დიდი ხნით გაჩერდები მათთან.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენი ცრემლი, ოფლი, სისხლი, დარდი, მონატრება და მოთმინება დგას თითოეული ცენტის უკან, აი იმ ცენტის უკან რომლებსაც ერთმანეთზე ადებენ, აკოწიწებენ და საქართველოში აგზავნიან.

გიფიქრიათ ამაზე, (ანუ ამ კითხვას რომ ვსვამ მინდა ეს კითხვა გააზრებულად დაუსვათ საკუთარ თავს და მერე ასევე გააზრებული და გულში გატარებული პასუხიც გასცეთ)

რამდენი რამე დგას ამ ყველაფრის უკან?

ამ დღეებში (დღესაც) უამრავი მადლობა მოვისმინე ჩემი მისამართით.

ხალხო მე არაფერი გამიკეთებია სამადლობელი.

პირიქით, მე მგონია რომ არ დამიმსახურებია ამხელა სითბო, ამხელა ყურადღება და სიყვარული. ზედ გადამყვა ეს ხალხი და გული მეკუმშება სირცხვილით და უხერხულობით.

სხვა ვერაფერს ვამბობ გარდა ერთი სიტყვისა,

მ ა დ ლ ო ბ ა ! ! !“, – წერს მომღერალი.

 

 

უკვე მეორე კვირაა იტალიაში ვარ, ვცდილობ მივიდე ყველა ქართველთან(ყველგან ვერ ვახერხებ მაგრამ ძალიან ვცდილობ) ვინც…

Posted by Sukhita on Friday, 19 May 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები