LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერ ვხედავთ სამხედრო აგრესიის შემცველ საფრთხეს, ეს რუსეთის შიდა საკითხია – თავდაცვის მინისტრი ზემო ლარსის” პუნქტთან ჯავშანტრანსპორტიორის გამოჩენაზე

49
BeFunky-collage (5)

ეს რუსეთის შიდა საკითხია. ჩვენ ამ მობილიზებაში ვერ ვხედავთ სამხედრო აგრესიის შემცველ საფრთხეს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს „ზემო ლარსის” სასაზღვრო პუნქტთან ჯავშანტრანსპორტიორის გამოჩენასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ФСБ: ლარსზე ჯავშანტრანსპორტიორი დადგება, რათა რეზერვისტებმა საზღვარი უნებართვოდ არ გადაკვეთონ

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე და მათ შორის ლარსზეც, კონტროლი გამკაცრებულია.

„ჩვენ აქამდეც გვქონდა მკაცრი კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, სად მიდიოდნენ ტურისტები, რა სახსრებით და ა.შ. დღეს ეს კონტროლი არის კიდევ უფრო მეტი რესურსით გამკაცრებული და ჩვენ ვერ ვხედავთ საფრთხეებს ამ ეტაპზე.

თუ თქვენ ინდივიდუალურად მეკითხებით, რუსეთის ყველა მოქალაქე არის თუ არა კეთილსინდისიერი, ამ სიტუაციამდეც იყო ეს რისკი. თეორიული რისკი ყოველთვის იყო. თუ რისკის ეჭვები ჩნდება, რა თქმა უნდა, კონტროლდება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

„ზემო ლარსთან“ სამხედრო-სამობილიზაციო პუნქტი მოეწყობა – ჩრდილოეთ ოსეთის შსს