LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერ ვიტყოდი, რომ ოპოზიციის რეიტინგი შემცირებულია, უბრალოდ ადამიანების დიდი ნაწილი კითხვაზე არ პასუხობენ: ლევან თარხნიშვილი

91
თარხნიშვილი

„ამ კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქვეყანა უკიდურეს კრიზისშია – არასწორი მიმართულებით ვითარდება, არ არის დემოკრატია და ხალხისთვის მთავარი პრობლემები უმუშევრობა, ეკონომიკური გაჭირვება, ფასების მომატებაა, ” – ამ განცხადებით ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას „ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ანახებს იმას, თუ რაოდენ მძიმე ვითარებაშია ქვეყანა, რასაც უიმედობა და პოლარიზაცია ემატება.  თარხნიშვილის განცხადებით, სწორედ ამიტომ,„ევროპული საქართველო“ და მთლიანად ოპოზიციური სპექტრი  ამ კრიზისიდან გამოსავალად ახალი არჩევნები ჩატარებას მიიჩნევს. “ევროპული საქართველოს” წევრი ფიქრობს, რომ სწორედ ამას შეუძლია ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს  და  განვითარება დაიწყოს,

 

„ვერ ვიტყოდი, რომ ოპოზიციის რეიტინგი შემცირებულია, უბრალოდ ადამიანების ძალიან დიდი პროპორციაა, რომლებიც კითხვაზე არ პასუხობენ და ეს გასაგებია, რადგან ისედაც საეჭვო ვითარებაა. ამას ემატება სატელეფონო გამოკითხვა და ზოგადად, ეს პრობლემა  NDI-ის კვლევებს  თან ახლავს, რასაც თვითონ ჩამტარებლებიც აღიარებენ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში პარტიების რეიტინგზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვილაპარაკოთ სხვა საკითხებზე, როგორიცაა ქვეყნის უსაფრთხოება, დემოკრატია და ხალხის ზოგადი განწყობები“, – განაცხადა თარხნიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები