ახალგაზრდა მომღერალი ბარბარა სამხარაძე, რომელმაც საზოგადოებას თავი მუსიკალური შოუთი, შემდეგ კი ცნობილი ocean side -ით შეაყვარა ახალ სიმღერას აანონსებს.
როგორც ირკვევა, ახალი სიმღერის ავტორი თავად ბარბარა სამხარაძეა და სიმღერაც სტუდიურად უკვე ჩაიწერა.
როდის იხილავს დღის სინათლეს ახალი ნამუშევარი უცნობია, თუმცა ბარბარამ მისი პირველად მოსმენის შემდეგ თავისი ემოციები გაგვიზიარა.
„რომ ვუსმენ ვიაზრებ, რომ ეს სიმღერა მე დავწერე და ასეთი კარგი რაღაც, ძალიან მალე თქვენთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. მეტირება რომ ვუსმენ, არ მჯერა ჩემი რომ არის და ასეთი კარგი“, – აღნიშნა ბარბარემ.
ვიდეო: „Ocean Side Remix” – ბარბარა სამხარაძე საკუთარი სიმღერის რემიქსს გვიზიარებს