მწერალი ზურა აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ჭრელი პერანგის გამო, ქუჩაში თავდასხმის ობიექტი გახდა, მოგვიანებით კი, პოლიციაში მისულს სათანადო დახმარება ვერ აღმოუჩინეს. როგორც ზურა აბაშიძე წერს, გამომძიებელმა მის შესაძლო ბრალეულობაზე მიანიშნა და განცხადების დაწერა არ ურჩია, მოგვიანებით კი ჰკითხა, რატომ არ აუხსნა თავდამსხმელს, რომ “ტრანსი კი არა, ნორმალურია”.
ქუჩაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით. პოლიციაში მომხდარს კი, გენინსპექცია სწავლობს, რომელმაც უნდა გაარკვიოს, ჰქონდა თუ არა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი.
“ფეისბუქზე“ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა გავრცელებული პოსტის ავტორი და მისი მეგობრები გასაუბრების მიზნით, სამინისტროში დაიბარა. გენერალურმა ინსპექციამ კი, დაიწყო აღნიშნული ფაქტის შესწავლა, რათა დადგინეს ჰქონდა თუ არა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი, იმ შემთხვევაში თუ დანაშაულის ნიშნები გამოვლინდება, დაიწყება გამოძიება. რაც შეეხება თავად ფაქტს, გამოძიება დაიწყო ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით,”- განმარტავენ შსს-ში.
https://www.facebook.com/zur7abb/posts/2110950009184089