LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ შემაშინებენ.. ინანებენ, ციხეში რომ წამიყვანეს, იმიტომ რომ შიგნიდან კიდევ ძალიან ბევრ ამბავს გამოვიტან“ – ნატა ფერაძე

276
ნატა ფერაძე

„ვერ შემაშინებენ.. ინანებენ, ციხეში რომ წამიყვანეს, იმიტომ რომ შიგნიდან კიდევ ძალიან ბევრ ამბავს გამოვიტან. ეს რადიკალების დასტვენილზე ცეკვაა“, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ დაკავებისას განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, მის ქმედებას არ ნანობს და იმავე გააკეთებდა – სტალინის გამოსახულებიანი მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავს ისევ შეასხამდა.

ნატა ფერაძე: „პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი – არ ვიქნები ძალიან მოკრძალებული, თუ ვიტყვი, რომ ამ პროტესტს დავეხმარე“

„აქამდე [სასამართლოში] ჯარიმას იყენებდნენ [აქტივისტების წინააღმდეგ]. ნახეს, რომ ჯარიმის თანხა გროვდებოდა, ეს არ გვაფერხებდა და ახლა დაშინების მეთოდზე გადავიდნენ.

„ციხეში მიშვებენ“ – სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

სამოქალაქო აქტივისტმა, 9 იანვარს სამების ტაძარში, წმინდა მატრონას ხატს, რომელზედაც სტალინი იყო გამოსახული, საღებავი შეასხა.

თან „ალტ-ინფოს“ უგორებენ [კოჭს], რომ აი, ციხეში ვსვამთ თქვენი წმინდა სტალინის შელახვისთვის“, — განაცხადა ნატა ფერაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ არაერთი მუქარა მიიღო და სახელმწიფოსგან მოითხოვა დაცვა, თუმცა უშედეგოდ.

„როგორც კი ციხიდან გამოვალ, ვაკეთებ სტალინის მსხვერპლთა მემორიალს. ვრგავთ პარტიზანულად, დიდი აბრით“, – განაცხადა ნატა ფერაძემ.

სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ინფორმაციისთვის, სამოქალაქო აქტივისტს, ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა სტალინის გამოსახულებიანი მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმის გამო შეეფარდა.

ფერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესს არ დასწრებია. სამართალდამცველებმა დასაკავებლად მას სახლში მიაკითხეს.

„გეგმა იყო, რომ უნდა გადავეპარსე და ჩავექოლე“ – ნატა ფერაძემ უსაფრთხოების მიზნით, დროებით სახლი დატოვა

ნატა ფერაძე დამნაშავედ ცნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

 

გამოყენებულია „პუბლიკის“ ფოტოები
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები