სოფელ გუმათში „რიონის ხეობის მცველს,“ მაკა სულაძესა და ჰომოფობიური ჯგუფის წევრებს, ალექსანდრე და გურამ ფალავანდიშვილებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
მაკა სულაძემ ფალავანდიშვილებს მიმართა და უთხრა, რომ რომ არავის აქვს უფლება „ნამოხვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს რაიმე მიუთითოს. „რიონის ხეობის მცველი ფიქრობს, რომ ფალავანდიშვილების ჩარევა ამ საკითხში საჭირო არ არის.
„მე მასწავლით ქრისტიანობას და ჯვარს როდის გადავდებ გვერდით და როდის დავიჭერთ ხელში? ვერ შეგაგნებინეთ შემწყნარებლობა. თუ ხართ ჩვენს ომში, კეთილი ინებეთ და დადექით ჯარისკაცად და ჩვენ თვითონ მივუთითებთ აქ ვის რა გავუკეთოთ, თქვენთვის არ დაგვივალებია.
არ მოგვეწონება? შემოვა ის თავისი ნიშნით, თავისი დროშით და თავისი იდეოლოგიას თუ მოახვევს თავზე, საკმარისი ძალა გვყავს, მივლენ ბიჭები.. არ არის საჭირო თქვენი ჩარევა,“ – მიმართა სულაძემ ფალავანდიშვილებს.
შეგახსენებთ, რომ 24 მაისს, თბილისში,“ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქციიდან სამოქალაქო აქტივისტი, სალომე ბარკერი ლგბტ – ფერადი სამკლავურის გამო გააძევეს
აღნიშნულ ინციდენტში სწორედ გურამ ფალავანდიშვილის შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი მონაწილეობდა და სამოქალაქო აქტივისტებს “მტრებს” უწოდებდა.
ცნობისთვის, დღეს დილით,სოფელ გუმათთან წყლის ჭავლის მანქანა მიიყვანეს – რიონის მცველებმა „ენკა“-ს ოფისის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს