LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერ ნახავთ სპექტაკლს, თუ ამ რეკომენდაციებს არ შეასრულებთ

215
77067160-2963998840294517-4724777811615678464-o

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა კორონავირუსთან დაკავშირებული სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის ზოგადი რეკომენდაციები შეიმუშავა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება № 01-227/ო-ს 25-ე დანართშია აღნიშნული, სპექტაკლების, კონცერტების და სხვა სახის ღონისძიებების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს. ამასთან, თეატრალური წარმოდგენა უნდა ჩატარდეს ერთ მოქმედებად ანტრაქტის გარეშე. შიდა სივრცეში ადმინისტრაციებმა 5 მ2-ზე 1 ადამიანის დაშვება უნდა უზრუნველყონ და სივრცე ისე უნდა მონიშნონ, რომ არ მოხდეს ადამიანების კონცენტრაცია. ამასთან, დახურულ სივრცეში სტუმრები მხოლოდ ნიღბებით დაიშვებიან. ცვლილებებია სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი ღონისძიებებსა და მისი გამართვის მოსამზადებელ სამუშაოებში.

სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი ღონისძიებები:

სარეპეტიციო სამუშაო გრაფიკი უნდა შედგეს ისე, რომ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის წევრები არ იმყოფებოდნენ უშუალო კონტაქტში ერთმანეთთან;

სარეპეტიციო მუშაობის გრაფიკი ცვლების მიხედვით დაწესება;

შესაძლებლობის მიხედვით, ერთ ცვლაში არ უნდა იყოს 10 ადამიანზე მეტი;

იმ შემთხვევაში, თუ შემოქმედებითი კოლექტივის სარეპეტიციო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროება 10 (ათი) ადამიანს აღემატება, სარეპეტიციო სივრცეში უზრუნველყავით 5 მ2 ფართობზე თითო შემსრულებლის დაშვების შესაძლებლობა, ან მინიმუმ 2 მეტრის უსაფრთხო დისტანცია შემსრულებლებს შორის;

სარეპეტიციო დროის ხანგრძლივობა განსაზღვრეთ იმგვარად, რომ არ აღემატებოდეს 2 (ორი) საათს;

უზრუნველყავით ცვლებს შორის ინტერვალის შესაძლებლობა მინიმუმ 1 – 1,5 საათი;

ორკესტრის/გუნდის/მომღერალთა ანსამბლის სცენაზე განთავსების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს 2 მეტრის დისტანცია/ან გუნდის საფეხურეობრივი განლაგება დისტანციის დაცვით;

გასახდელებსა და საგრიმიოროში მსახიობებისთვის ავეჯი განათავსეთ იმგვარად, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია;

მაქსიმალურად შეამცირეთ რეპეტიციების, კონცერტებისა და სპექტაკლების დროს გამოყენებული რეკვიზიტების რაოდენობა;

უზრუნველყავით საგრიმიორო ნაკრების ერთი კომპლექტიდან ერთი მსახიობის მიერ სარგებლობის საშუალება;

აკრძალეთ ერთი კოსტიუმის და სხვა სპეციალური ტანისამოსის გამოყენება ერთზე მეტი მსახიობის მიერ, სხვა შემთხვევაში მოახდინეთ მისი დეზინფექცია;

კონცერტის, სპექტაკლისა თუ სარეპეტიციო სამუშაოს დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით,

გამოყენებული ტექნიკური თუ შემოქმედებითი საქმიანობისთვის აუცილებელი საშუალებების დეზინფიცირება დადგენილი წესით;

იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება სივრცის ბუნებრივი ვენტილაცია, უზრუნველყავით ხელოვნური ვენტილაციის გამართული მუშაობის რეჟიმი გარედან შემოტანილი ჰაერის ცირკულაციითა და გარეთ გატანით.

 

ღონისძიებების (სპექტაკლი/კონცერტი) გამართვის მოსამზადებელი სამუშაოები:

ღონისძიებების ბილეთების გაყიდვისთვის ელექტრონული სისტემის გამოყენება;

ბილეთების სალაროდან გაყიდვის შემთხვევაში, ნაღდი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით, პლასტიკური ბარათით გადახდის სერვისი შეთავაზება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლარე აღჭურვეთ ხელთათმანებით, ხოლო სალაროსთან განათავსეთ ხელის სადეზინფექციო 60-70%-იანი სადეზინფექციო საშუალებები;

ორგანიზატორებმა უზრუნველყოს შენობაში მხოლოდ იმ თანამშრომლების დაშვება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ღონისძიებაში, ან მათი ყოფნა აუცილებელია ღონისძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად;

სასცენო სივრცეში დეკორაციებისა და რეკვიზიტების მინიმალური რაოდენობის გამოყენება;

სტუმართათვის განკუთვნილი ადგილები უსაფრთხო მანძილის დაცვით გადაანაწილება (გარდა 12 წლამდე ბავშვებისა);

ინფორმაციის მიწოდება ნიღბების გარეშე სტუმრების შესვლა შენობაში აკრძალულია.

ღონისძიებების (სპექტაკლი/კონცერტი) ჩატარების რეკომენდაციები დახურული სივრცეებისთვის:

სტუმართა ნაკადის მართვა დიდი რაოდენობის კონცენტრაციის თავიდან აცილების მიზნით;

შესასვლელებთან, რიგებში ახლო კონტაქტის ასაცილებლად უსაფრთხო დისტანციის მონიშვნა;

დახურულ სივრცეში სტუმართა დაშვება მხოლოდ ნიღბით;

ღონისძიების სრული ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს, რომელიც მოიცავს სტუმრის შენობაში შემოსვლისა და შენობის დატოვების დროს;

ღონისძიება უნდა გაიმართოს ერთ მოქმედებად, ანტრაქტის გარეშე;

სტუმართათვის ისეთი სერვისების (კვების ობიექტის, ფურშეტის) შეთავაზების აკრძალვა, რაც უშუალოდ არ უკავშირდება ღონისძიების მიმდინარეობას.

რეკომენდაციების თანახმად, ძირითადი რეკომენდაციები სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის არის საერთო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები