LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვერ გა­მოს­ტა­ცეს ეს ბიჭი სიკ­ვდილს, ვერ უწილადა დედამ დარჩენილი ჰაერი, დილით დედაჩემი მის ანკეტას აღარ გაეცნობა” – რა ინფორმაცია ვრცელდება კორონავირუსით გარდაცვლილ ფეხბურთელზე

1653
Untitled

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი გარდაიცვალა.

ის საავადმყოფოში კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით 12 დღის წინ შე­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, სპორ­ტსმენს ვირუს­მა ფილ­ტვე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­უ­ზი­ა­ნა, რის გა­მოც ექი­მებ­მა ფეხ­ბურ­თე­ლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნი თბი­ლი­სის „დი­ნა­მოს“ აკა­დე­მი­ის აღ­ზრდი­ლი იყო და ბო­ლოს „ვიტ ჯორ­ჯია 2“-ში თა­მა­შობ­და.

კორონავირუსს 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი ემსხვერპლა

შემზარავ ტრაგედიას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ფეხ­ბურ­თე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა “ფე­ის­ბუქჯ­გუფ” “Beauty Lab”-ის შემ­ქმნე­ლი ქეთა ბა­ღაშ­ვი­ლიც.

როგორც ქეთა წერს, ფეხბურთელიც დედაც კოვიდინფიცირებულია და ისიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

“დე­და­ჩე­მი ექი­მია, რეს­პუბ­ლი­კურ­ში, ყო­ველ დღე 20 კო­ვიდ პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლეს და­რა­ჯობს. ბოლო ერთი თვეა ყო­ველ სა­ღა­მოს ფეხ­ზე ძლივს მდგო­მი ყვე­ბა ჩემი ძმის­ხე­ლა, 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი ბი­ჭის შე­სა­ხებ, რომ­ლის ან­კე­ტის კი­თხვი­თაც იწყე­ბა დე­და­ჩე­მის დილა სა­ა­ვად­მყო­ფოს კედ­ლებ­ში, რო­მე­ლიც სპორ­ტუ­ლი სი­ჯი­უ­ტით ებ­რძვის სიკ­ვდილს, მაგ­რამ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში სხვა პა­ცი­ენ­ტებს ად­გილს მა­ინც არ უთ­მობს, არ აძ­ლევს ეს სა­ში­ნე­ლი და­ა­ვა­დე­ბა სუნ­თქვის უფ­ლე­ბას.

მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან მო­მაკ­ვდა­ვი დედა, რო­მელ­საც თა­ვი­სი წილი ჰა­ე­რიც არ აქვს ფილ­ტვებ­ში, რე­კავს და შვი­ლის ამ­ბავს კი­თხუ­ლობს, ალ­ბათ ბოლო ამო­სუნ­თქვას გა­და­უ­ლო­ცავ­და ნე­ბის­მი­ერ წამს, რომ შე­ეძ­ლოს. მე­ძა­ხის წე­ღან დედა და ცრემ­ლე­ბი ას­კდე­ბა თვა­ლებ­ში. ვერ გა­მოს­ტა­ცეს ეს ბიჭი სიკ­ვდილს, ვერ უწი­ლა­და დე­დამ დარ­ჩე­ნი­ლი ჰა­ე­რი, დი­ლით დე­და­ჩე­მი მის ან­კე­ტას აღარ გა­ეც­ნო­ბა. წა­ვი­და კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი გა­და­იქ­ცა ციფ­რად. აი­ცე­რით!” – წერს ის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები