52 წლის ვენსან კასელი და მისი 22 წლის მეუღლე, თინა კუნაკი მალე მშობლები გახდებიან. ცნობილმა მოდელმა ამჯერად პროვოკაციულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ფრანგული გამოცემისთვის სრულიად შიშველმა იპოზიორა. მკითხველი ახალ ნომერში ორსული თინა კუნაკის ბევრ ფოტოს იხილავს, მათ შორის, საყვარელი ბრენდის Jacquemus-ის კაბაშიც.
თავის დროზე ორსულობისას, სხვადასხვა გამოცემების გვერდებზე, სრულიად შიშველი, სინდი კროუფორდი, კლაუდი შიფერი და ჯესიკა სიმპსონიც ვიხილეთ.