ინტერნეტში ვრცელდება პირველი კადრები ახალი ფილმიდან „სამი მუშკეტერი“. ალექსანდრე დიუმას ლეგენდარული რომანის მიხედვით შექმნილ ახალ ფილმს ფრანგული კომპანია Pathé Films იღებს და მასში მთავარ როლებს ვენსან კასელი და ევა გრინი ასრულებენ. ცნობილია, რომ კინოსურათი გამოვა ორ ნაწილად, „სამი მუშკეტერი: დარტანიანი“ და „სამი მუშკეტერი: მილედი“. ფილმში ათოსისა და მილედის როლებს ვენსან კასელი და ევა გრინი ასრულებენ.
ფილმის რეჟისორი მატინ ბულბულონია და პრემიერა 2023 წელსაა დაგეგმილი.
„სამი მუშკეტერის“ ახალ ვერსიაში ვენსან კასელი და ევა გრინი გამოჩნდებიან