აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონმა ვენესუელაში სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობა განიხილოს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტელეარხ CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა შემთხვევაში გამოიყენებდა ის სამხედრო ძალას ვენესუელაში, დონალდ ტრამპმა ასე უპასუხა: „არ მსურს ამაზე საუბარი. თუმცა, სამხედრო ძალის გამოყენება ერთ-ერთ შესაძლებლობად რჩება.“
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მადუროსთან შეხვედრას არ აპირებს.
„მადურომ მოითხოვა ჩემთან შეხვედრა, მაგრამ მას უარი განვუცხადე, ვინაიდან სიტუაცია უკვე ძალიან შორს წავიდა,“ – დასძინა დონალდ ტრამპმა.