LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენესუელაში ანტისამთავრობო აქციებზე დაკავებულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა

ვენესუელა

ვენესუელაში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ვენესუელის სისხლის სამართლის ფორუმის“ დირექტორი ალფრედო რომერო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული მონაცემებით საუბარი იყო 364 დაკავებულზე.

ვენესუელაში ქვეყნის მასშტაბით უკვე რამდენიმე დღეა ანტისამთავრობო აქციები იმართება.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები